სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვაზე ზრუნვა პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხია და ამას სკოლაში გამართული არაერთი აქტივობა მოწმობს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წიგნიერების პოპულარიზაციასა და სკოლის ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებას.
სწორედ ამ მოტივით, სკოლაში, ნარჩენების შეგროვებით და შესაბამისად, მიღებული თანხით სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაამდიდრეს, აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი ლიანა გოგილაშვილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას საფუძვლად დაედო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეული.
კვირეულში არაერთი კლასი ჩაერთო მათ შორის, მე-4 კლასის მოსწავლეებიც, ბავშვებმა ბუშტებზე და ასფალტზე მოხატეს გაღიმებული დედამიწა, უსურვეს კეთილი სურვილები და ყველას მოუწოდებენ - იზრუნონ ჩვენს პლანეტაზე. აღნიშნულ აქტივობას მასწავლებელი ლია ჯალიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: