ოქტომბრის საჯარო სკოლაში, გეოგრაფიაში ინგლისურენოვანი ოლიმპიადა გაიმართა
02-05-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო კონკურსში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, გეოგრაფიის ინგლისურენოვანი ოლიმპიადის „World Around Us-ის“ მესამე ეტაპი გაიმართა. 

მესამე ეტაპზე მონაწილეობდა მეორე ეტაპის გამარჯვებული ორი წყვილი:

  • I - ბაჩი ჩხიკვაძე / დათო დუმბაძე ;
  • II - ნიკა ზოიძე / დაჩი დუმბაძე.

მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

სკოლაში, მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203