რგანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გველესიანი დეკლამატორთა კონკურსზე წარმატებით წარდგა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა პოეზიითა და მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას დიდ ყურადღებას უთმობენ.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოტივირებული მოსწავლეები არაერთ თემატურ ღონისძიებაში ერთვებიან.
30 აპრილს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში დეკლამატორთა კონკურსი - „შენ სისხლო ჩემო“ გაიმართა, რომელიც მუხრან მაჭავარიანის 95 წლის იუბილეს ეძღვნებოდა,
კონკურსში რგანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გველესიანი მონაწილეობდა. მან პოეტის ლექსი - „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ შესანიშნავად წაიკითხა, რამაც როგორც ჟიური, ასევე დამსწრე საზოგადოებაც აღაფრთოვანა.
რგანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, ასეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი კონკურსის მოწყობისათვის, ასევე მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - მაკა ხვედელიძეს და მოსწავლეს - მარიამ გველესიანს, დიდი შრომისთვის, რამაც რგანის საჯარო სკოლას წარმატება მოუტანა.
იხილეთ ფოტოები: