შეიძლება თუ არა აღდგომას სასაფლაოზე გასვლა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
05-05-2024

5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს, რომელსაც აღნიშვნის თავისი წესი აქვს, წითლად იღებება კვერცხი, ცხვება პასკა... ადამიანები ახლობლების საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს გადიან, თუმცა ხშირად ისმის კითხვა - შეიძლება თუ არა საფლავზე გასვლა აღდგომას?

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე), etaloni.ge-სთან განმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება ჩვენი მწუხარებით დავთრგუნოთ ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარული:

„სასაფლაოზე იმიტომ არ გავდივართ აღდგომას, რომ ეს უდიდესი დღესასწაულია, უდიდესი სიხარულია და ჩვენი მწუხარებით ეს დღესასწაული არ უნდა დაკნინდეს ადამიანის სულში. 

სასაფლაოზე მეორე დღეს გავდივართ, რათა ჩვენს მიცვალებულებს პატივი მივაგოთ და აღდგომის სიხარული ვახაროთ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დეკანოზმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203