რატომ გავდივართ აღდგომის მეორე დღეს საფლავზე და რატომ ვაგორებთ კვერცხს
06-05-2024

სიკვდილი დაითრგუნა და აღდგა ქრისტე... აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა მწუხარების.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, დღეს, მიცვალებულებს პატივი მიაგეს.

აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, საფლავზე გასვლის დღეა. ამ დღეს გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომას ახარებენ, რის ნიშნადაც საფლავზე წითელი კვერცხებს აგორებენ.

ტრადიციულად, მოსახლეობა მიცვალებულთა საფლავზე წითელ პარასკევს ან აღდგომის დღეს, კვირას გადის, რაც სასულიერო პირების განმარტებით, მართებული არ არის.

რადგან აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203