გვარას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაასრულეს
02-05-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის მასწავლებლები ცდილობენ, რომ მოსწავლეებისთვის ყოველი სასწავლო დღე ზეიმი იყოს. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაასრულეს, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კი კლასში შესაბამისი ღონისძიებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იაკობ გოგებაშვილის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა.

ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.

„დიდი წვალებით, შრომით და გარჯით მოაღწია ქართულმა ანბანმა ჩვენამდე. უამრავი ფარი, შუბი და ხმალია შიგ ჩაქსოვილი. ამიტომაცაა გამძლე და აუღებელი ჩვენი ანბანი, ჩვენი სათაყვანებელი დედა-ენა. აჰა, გაცნობათ ჩიტმა ჭიკჭიკამ ჩვენ, პატარებს რაც გვიხარია, ოცდაცამეტი ასო მზისსხივა, ქართული ასო შეგვისწავლია - მღერიან პატარები იანა მასწავლებელთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203