„სასკოლო-საგანმანათლებლო მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია კლასგარეშე სწავლების ფორმები. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ექსკურსიას, სადაც ბავშვები იცვლიან გარემოს და შემეცნებითი პროცესი სკოლის გარეთ განაგრძობს მოქმედებას“,- გვეუბნებიან გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში, სადაც ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
ექსკურსია, რომელიც 30 აპრილს დაგეგმეს პატრიკეთის საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელმა, ანა თაბაგარმა, და პირველკლასელებმა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისათვის ჭადრაკის სახლში სტუმრობა, სახელმძღვანელოს ავტორ ალექსანდრე არსენიძესთან შეხვედრა, მასთან საუბარი, რჩევები, ჭადრაკის სკოლაში საჭადრაკო დაფებთან თამაში, პატარებმა საჩუქრებიც დაიმსახურეს ჭადრაკის მიმართ გამორჩეული სიყვარულის გამო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ეს დღე ნათელ და ლამაზ მოგონებად დარჩება პატარების მეხსიერებაში. მრავალ ლამაზ სასწავლო თუ შემეცნებით დღეებს გპირდებით, ჩვენო მერცხლებო. გვიყვარხართ და გვეიმედებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს არაერთ საინტერესო ექსკურსიას ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეო: