დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დღნორისის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობითა და გეოგრაფიის მასწავლებლის - ნატო ლომთაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
მოსწავლეები ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეების მხრიდან გამოიკვეთა აქტიურობა და დიდი მოტივაცია.
სკოლაში მასწავლებელსა და მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: