„მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“- მათხოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბში - „ხმა მომავლიდან“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი აქტიურად მუშაობს.
ამჯერად, კლუბში - „ხმა მომავლიდან“, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა თემაზე - „მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ გაიმართა. პროექტის მიზანი გახდლდათ, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და დაცვის მიზნით.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს ქეისი და დილემა დეზინფარმაციის თემაზე. მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის სამოქალაქო კლუბის პარტნიორია კომპანია Crystal • კრისტალი.
„კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, შეხედულებები ადეკვატური არგუმენტებით, თავიანთი არჩევანის დასასაბუთებლად მოიყვანეს მაგალითები, პირადი გამოცდილება დაუკავშირეს განსახილველ საკითხებს. მოსწავლეებმა ისაუბრეს დეზინფორმაციის მავნე ზეგავლენის შესახებ, დააკავშირეს დილემასა და ქეისში წარმოდგენილი სიტუაციები დემოკრატიულ პრინციპებთან. პროექტის ფარგლებში შექმნეს პოსტერები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: