ქუთაისის N21 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა „სოლომან მორბელაძე“ სპექტაკლად აქციეს
07-05-2024
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგ ეკატერინე კაკაბაძის წარმართული სასწავლო პროცესი მორგებულია მრავალმხრივი და მრავალფუნქციური ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, ცოდნის გაცნობიერების უნარსა და მაღალი ნდობის ხარისხს.

პედაგოგი აქტიურად იყენებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სტრატეგიებსა და მეთოდებს. სასწავლო აქტივობებს შორის გამორჩეულად მიიჩნევს ბავშვებისთვის სასკოლო სპექტაკლს, რომელიც ისეთ უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია: კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნებისა და სხვა.

სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით მოზარდებში ცხოვრებისეული ღირებულებებისა და უნარებს განვითარებას დაეფუძნა პედაგოგ ეკატერინე კაკაბაძის მიერ 30 აპრილს მე-8 კლასის მიერ გამართული ინსცენირებები დავით კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძის“ მიხედვით.

მოსწავლეებმა წარმატებით წარადგინეს ქართველი კლასიკოსი მწერლის - დავით კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა, მე-19 საუკუნის იმერეთი. ე.წ. შემოდგომის აზნაურების სახისა და ხასიათის მხატვრულ-ლიტერატურული მიგნებით - იმერეთის სევდიანი სინამდვილე და ამ სინამდვილეში ადამიანის ბედი, ყოფა და ტრაგიკულ-კომიკური სულისკვეთება, ადამიანის უმწეობის განცდის სრულყოფილი სურათი.

იყო მოსწავლეთა მხრიდან შესრულებული როლისადმი გამორჩეული და ორიგინალური მიდგომები.

„აქტივობები ყველასთვის დიდ სიხარულად იქცა. ყველა მოსწავლემ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება. იყო მშობელთა ჩართულობა.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას. ქმედებაზე ორიენტირებული უნარების განვითარებასა და სწრაფვას მორალურ-ზნეობრივი სრულყოფისაკენ.
კიდევ ბევრი წარმატება მაღალი პროფესიული და აკადემიური პროფილის პედაგოგს - ქალბატონ ეკატერინეს თავის უნიჭიერეს მოსწავლეებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203