ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპრის ინსცენირება დადგეს
07-05-2024
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, მასწავლებელ სოფიო ხვადაგიანის სადამრიგებლო - V კლასი „ფინედუს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს - „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ შეუერთდა. ფინანსური განათლების საკითხები, რომლებიც მათ განიხილეს კლასის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, ეხებოდა ფულის თემას. ლიტერატურულ რესურსად შეირჩა ქართული ხალხური ზღაპარი „ერთი მანეთის შოვნა“.

იდეების გენერირების შედეგად, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ზღაპრის მიხედვით დაედგათ ინსცენირება, რისთვისაც გაიარეს შემდეგი ეტაპები და აქტივობები:

• მასწავლებელმა წაუკითხა მოსწავლეებს შერჩეული რესურსი, რის შემდეგაც იმსჯელეს პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე, შეაფასეს თითოეული მათგანის ქცევა და დამოკიდებულება შრომისადმი; დაწერეს შეკითხვები, რომლებსაც დაუსვამდნენ ამ პერსონაჟებს, ხოლო აქტივობა - „პერსონაჟის სკამის“ დროს მოსწავლეებმა თავად მოირგეს როლები და გააანალიზეს საკუთარი ქცევა. თითოეულ მათგანს დაუსვეს შეკითხვები, მისწერეს წერილები;
• მოეწყო დისკუსია ნაწარმოების თემასა და იდეაზე, მთავარ სათქმელზე - რა მნიშვნელობა აქვს ფულს ადამიანის ცხოვრებაში; როდის აქვს მას ფასი და პირიქით, როდის უფასურდება; რატომ არის აუცილებელი, რომ ფულის მნიშვნელობის გააზრება სკოლიდანვე იცოდეს მოსწავლემლ;
• შერჩეული ეპიზოდების მიხედვით შექმნეს ილუსტაციები;
• ზღაპრის მიხედვით დაწერეს სცენარი და გაამდიდრეს ის ახალი დეტალებით;
• მთავარი როლებისათვის არჩეულ იქნენ სამსახიობო ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები. დანარჩენები მუშაობდნენ სპექტაკლის მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და დეკორაციულ გაფორმებაზე;
• გადაღებული მასალა მოსწავლეთა დახმარებით დამონტაჟდა და შეიქმნა ვიდეორესურსი.

„ფინანსური განათლება თანამედროვე სამყაროში საბაზისო ცხოვრებისეულ კომპეტენციად მიიჩნევა. ამიტომ მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულებები ამ საკითხების მიმართ, ისწავლონ ფულის ყადრი და როგორც საკუთარი, ასევე სხვისი შრომის მონაპოვრის დაფასება. მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები ივითარებენ კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით უნარებს და აღიჭურვებიან იმ ცოდნით, რომელიც თანამედროვე სამყაროში მცხოვრებ კონკურენტუნარიან მოქალაქედ აქცევს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203