ქუთაისის N3 სკოლაში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ფინალური ტური გაიმართა
07-05-2024
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში უცხო ენების ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში, მართლწერის სასკოლო კონკურსის - SPELLING BEE 2024-ის ფინალური ტური გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ჟიურიმ, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ამერიკელი მასწავლებლების შემადგენლობით, კლასების მიხედვით, გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
„მადლობას ვუხდით ქუთაისის ამერიკულ კუთხესა და აწსუ-ის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში.