ამბროლაურის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის - მარიამ ბოჭორიშვილის წარმატება ნახატების კონკურსში
08-05-2024
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ ბოჭორიშვილმა კონკურსში - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ წარმატებას მიაღწია. მან საკონკურსოდ ნახატი წარადგინა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგად კი, მოსწავლე გამარჯვებულთა შორისაა.

კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს კი, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203