ჭრებალოს საჯარო სკოლის თვითმმართველობა საინტერესო გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს
08-05-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მორიგი საინტერესო ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. კერძოდ, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტის - „კლიმატის ცვლილება, როგორც შესაძლებლობა“ ფარგლებში ნიადაგი ნერგების დასარგავად მომზადდა.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ტერიტორია გაწმინდეს და ნიაგადი მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.

„დიდი მადლობა ამბროლაურის მერიას, ჭრებალოს თემში მერის წარმომადგენელს და ჩვენთვის უცნობ ადამიანს - ჭაბუკა გორგასლიძეს, რომელიც უსასყიდლოდ დაგვეხმარა მიწის დამუშავებაში. უმთავრესი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203