სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემო დაასუფთავეს და ნერგები დარგეს
08-05-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. ამ მიმართულებით კი, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა გაიმართა. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დიდი მონდომებით დაასუფთავეს, მათ ნარჩენები შეაგროვეს და ბუნება კიდევ უფრო გაალამაზეს. გარდა ამისა, ნერგებიც დაარგეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203