თანატოლგანმანათლებლები თეთრიწყაროს N1 სკოლიდან და მათი გამართული საინფორმაციო შეხვედრა
08-05-2024
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. მოსწავლეები კი, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით უერთდებიან. 

ამჯერად, მათ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა, თანატოლგანმანათლებლის პრინციპის გათვალისწინებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. 

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ამ დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შედეგად კი, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. 

„ადამიანის ინტელექტი უნიკალურია, ამიტომ ყველაფერი, რასაც ის ქმნის, მას ეკუთვნის და დაცვასაც საჭიროებს. 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. მსოფლიოს 195 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღნიშნავენ ამ დღეს წიგნიერების წახალისების მიზნით. წიგნების კითხვა ხელს უწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, აზროვნების სტიმულირებას, ცოდნის შეძენას, მეხსიერების გაუმჯობესებასა და სხვა“,- ითქვა საინფორმციო შეხვედრაზე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203