„ღვთაებრივი პროპორცია-ოქროს კვეთა“- ასურეთის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და მათემატიკის ინტეგრირებული პროექტი წარმატებით დასრულდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობა ეწყობა.
ახლახან, სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში სასწავლო ინტეგრირებული პროექტი - „ღვთაებრივი პროპორცია-ოქროს კვეთა“ დასრულდა. პროექტში ჩართული იყვნენ მე-7, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები, მათემატიკის მასწავლებლები - ნანი გორდეზიანი, ნინო ენუქიძე და ქართული ენის მასწავლებლები - თამარ ტოგონიძე და ქეთევან მაისურაძე.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ოქროს კვეთის არსის გაცნობა, მისი გამოვლენა პოეზიასა და მათემატიკაში. ასევე, საგანთა შორის კავშირის წარმოჩენა, გაღრმავება.
აღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა, მოეწყო პრეზენტაციები და პოსტერები დამზადდა.
ქართული ენის მიმართულებით, მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ოქროს კვეთა ვეფხისტყაოსანში“, „რიცხვები მათემატიკისა და ქართულ ენაში“ გამართეს. მათემატიკის მიმართულებით კი, „ფიბონაჩის რიცხვები“ წარადგინეს, მოსწავლეთა დამზადებული პოსტერებისა და თემატური ფილმის მიხედვით.
იხილეთ ფოტოები: