დაბა მანგლისის N1 სკოლის ეკოკლუბელებმა ახალსოფლის, დიდგორისა და ორბეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან. შესაბამისად, სკოლაში ეკოკლუბი აქტიურად ფუნქციონირებს, რომლის წევრები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ეკოკლუბის წევრთა შეხვედრები ეროვნული პარკების „მწვანე კალენდრის“ შესაბამისად, აქტიურად გრძელდება. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ღონისძიებასა და საინტერესო შეხვედრას აწყობენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლის, დიდგორის და
ორბეთის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
მათ გარემოს ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
აღნიშნული შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
შეხვედრებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები ერთმანეთთან დაამეგობრა.
იხილეთ ფოტოები: