ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
ახლახან სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც ბავშვები აქტიურად და ხალისიანად იყვნენ ჩართულნი.
თამაშში ორი გუნდი მონაწილეობდა. გუნდის წევრებმა სხარტი აზროვნება გამოავლინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს სიგელები გადაეცათ.
სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: