საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლის - აჩიკო ნინიაშვილის სპორტული წარმატება 
08-05-2024

ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა თუ კონკურსში. აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშვნის გარეშე არ ტოვებს. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მე-8 კლასელი აჩიკო ნინიაშვილი. ის, კრივის კლუბებს შორის გამართულ ღია პირველობაში მონაწილეობდა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ. სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მას ამ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს სპორტულ კარიერაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203