„ვიზრუნოთ გარემოზე, არა გაუდაბნოებას!“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი
08-05-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

მათ შორის იყოს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი, რომელიც სკოლაში, მოსწავლეებმა გეოგრაფიის პედაგოგ შორენა აფციაურის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.

მათ თემატური პოსტერი შექმნეს, ისაუბრეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც დედამიწა დგას და დასახეს მისი მოგვარების გზები.

გაკვეთილის ბოლოს გეოგრაფიული ვიქტორინაც გაიმართა, რომელშიც მე-8 კლასის მოსწავლემ - შიო ჯავახიშვილმა გაიმარჯვა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ შორენა აფციაურსა და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203