ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც პირველი ადგილი თამარ მიქელაძემ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ფუტკარაძე. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
გამარჯვებულებს წამახალისებელი საჩუქრები გადასცა იდეის ავტორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნონა ფუტკარაძემ.
სკოლაში თითოეულ მონაწილესა და ჟიურის წევრებს მადლობას უხდიან და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: