ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ინგლისურენოვანი ღონისძიება
08-05-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: სკოლის ინგლისურის მასწავლებელი - ხათუნა ფარტენაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი - დალი დავითაძე და გეოგრაფიის მასწავლებელი - შორენა ფუტკარაძე.

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინგლისურ ენაზე  წარიმართა, თუმცა მოსწავლეები სინქრონულად თარგმნიდნენ.

ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე. ბავშვებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი დავალებებს.

„ინგლისური ენის უკეთ შესწავლისთვის ძალიან კარგია ღონისძიებების ინგლისურ ენაზე ჩატარება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203