კვიახიძეების საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა მცენარეები დარგეს და გარემო დაასუფთავეს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვითი მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება. ახლახან, მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში ნაძვის ხეები და ყვავილები დარგეს. გარდა ამისა, მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და პოსტერები დაამზადეს, რითაც თქვეს, რომ დედამიწას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: