მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მრავალფეროვანი აქტივობები
10-05-2024

დედამიწას, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ. 

22 აპრილს, მლაშეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, დედამიწის დღე აღნიშნეს და ჩაატარეს ღონისძიება - „დედამიწის დღე“. 

პედაგოგებმა მოსწავლეები ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ არაერთ აქტივობაში ჩართეს და ბავშვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობა შეახსენეს. 

ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს, რომ დედამიწის კეთილდღეობა ადამიანზეა დამოკიდებული და ეკოლოგიაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203