წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიული ეპიზოდები გააცოცხლეს
01-06-2018
წალკის N2 საჯარო სკოლაში მკითხველთა და მუსიკალურმა კლუბებმა ისტორიულ - ლიტერატურული საღამო - „ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება!“ ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა სცენაზე საქართველოს ისტორიიდან ეპიზოდები გააცოცხლეს და მინი სპექტაკლი დადგეს.
„მოსწავლეებმა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, როლები ოსტატურად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები