ნაკრის საჯარო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა
10-05-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეებმა რამდენიმე ხნის წინ, მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიში დაიწყეს. რამაც, მალევე მიიღო რეგულარული ხასიათი და შესაბამისად, სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში ტურნირის ჩატარების იდეა გაჩნდა.

მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას და 19 აპრილს  ტურნირი სამივე საფეხურზე გაიმართა.

მოსწავლეებმა შესაძლელბობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

დაწყებით საფეხურზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • I ადგილი - გიორგი ვიბლიანი (VI კლასი);
  • II ადგილი - ილო გვარმიანი (VI კლასი);
  • III ადგილი - ნიკო ვიბლიანი (VI კლასი).

საბაზო საფეხური:

  • I ადგილი - დათო გვარმიანი (VII კლასი);
  • II ადგილი - თეკლა ვიბლიანი (VII კლასი);
  • III ადგილი - სალომე ცინდელიანი (VII კლასი).

საშუალო საფეხური:

  • I ადგილი - ალეკო ცინდელიანი (XI კლასი);
  • II ადგილი - გიორგი გვარმიანი (X კლასი);
  • III ადგილი - ლუკა ვიბლიანი (XI კლასი).

სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და უსურვებენ შემდგომ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203