მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ ბავშვებს წიგნების სიყვარულს.
ამის დასტურია, ლიტერატურული კლუბის „მიჟ“ ნაყოფიერი საქმიანობა.
საინტერესოა წიგნის კლუბის პირველი საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა და ამავდროულად კლუბის ხელმძღვანელმა - თაკო საჯაიამ V-VII კლასების მოსწავლეებს კლუბის წესდება გააცნო. მან, ასევე ბავშვებთან ერთად შეარჩია საკითხავი ლიტერატურა და სამომავლო ნაბიჯებიც დაგეგმა.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და შემეცნებითი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას ხელს უწყობენ.
იხილეთ ფოტოები: