ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო კონკურსში ერთვებიან.
მათ შორისაა გიორგი ოთხოზორია, რომელიც მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა. მან, 19 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.
მოსწავლის პედაგოგი ინგა მორგოშია გახლავთ.
მხატვრული კითხვის კონკურსი, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე ადგილობრივი რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს ობიექტური შეფასებისთვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: