„ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და საინტერესო ეკოაქტივობები
10-05-2024

გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ეს არის დღე, რომელიც გარემოს დაცვისა და პლანეტის გადასარჩენად მთელ მსოფლიოს აერთიანებს.

წლევანდელი დედამიწის დღის თემაა - პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“. პოლიეთილენის ნაწარმის მოხმარების შემცირებით, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაიცვას და შეინარჩუნოს დედამიწა მომავალი თაობებისთვის.

ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი კარგად ესმით, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა სჭირდება, ჩვენც გარემოსდაცვისკენ მოგვიწოდებენ. „ერთად გავუფრთხილდეთ დედამიწას“- აღნიშნავენ ბავშვები და ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა მოეწყო, მათ შორის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობაზე იზრუნეს, მეორეულ ნივთებს ახალი გამოყენება მოუძებნეს, ამ გზით საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეამცირეს და გარემოს დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანეს. ბავშვებმა ასევე სკოლის ეზოში გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს და საინტერესო პერფორმანსიც მოაწყვეს. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203