„საღამოს 7 საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, რომ სოფელში წავსულიყავით, ჩემს დასთან. როდესაც ჩამოვედით სადარბაზოდან, მანქანა შემოვიდა ეზოში, სადარბაზოსთან გააჩერეს. გინება დამიწყეს - „შე ნაციონალო“ - პოლიტიკური კუთხით. მე არ მინდოდა მათთვის პასუხი გამეცა და მინდოდა გავცლოდი, მაგრამ საბარგულიდან ამოიღეს დიდი ხის ჯოხები, რომლებიც კომბალივით უფრო იყო.
არასოდეს ადამიანებისთვის ხელი არ დამირტყამს და გადავწყვიტე, რომ რადგან ისინიც ცოტა ნასვამები იყვნენ, ხელი არ დამერტყა ამ ადამიანებისთვის და მოვახერხე, რომ ეს ხის დიდი კომბლები წავართვი, მაგრამ ცუდი რაც გავაკეთე, ისევე საბარგულში ჩავუდე. ჩვენ წავედით, გზა გავაგრძელეთ, თუმცა ეს ჯოხები ამოიღეს და თუ მანამდე ორი დაგვესხა თავს, უკვე სამი ადამიანი მომდევდა შემდეგ ჯოხებით. ერთადერთი რაც მოვახერხე, ეს არის ვიდეოს გადაღება.
ძალიან სამწუხაროა, რომ სააღდგომო დღესასწაულზე ის ხალხი, რომლებიც შესწორებას გვიკეთებენ და სარწმუნოებაზე გვიმახვილებენ ყურადღებას, აღდგომის დღეს შეეცადნენ გამსწორებოდნენ ფიზიკურად.
[თავდამსხმელები] ლანჩხუთელები არიან და ჩემი უბნის ხალხია. თავისი ინიციატივით მოხდა ეს თუ ვინმემ გააფრთხილა...
ვერ დავადასტურებ [წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო თუ არა], მაგრამ საბარგულიდან რომ გამზადებული გამოიღეს ეს ხის ჯოხები... აწია ეს საბარგული, შიგნით რაღაც შენახული ჰქონდა, გამოიღო და ადამიანის საცემრად გამზადებული ჯოხი რომ აქვს, სხვანაირად ვერ ვფიქრობ.
ჩემთვის დაერტყათ არანაირი პრობლემა არ იყო, უბრალოდ, მე მყავს სახლში ლევანი, რომელმაც, მცირე საოჯახო ტიპის სახლი როდესაც დატოვა, გადაწყვიტა ჩემთან ცხოვრება და ერთად ვცხოვრობთ. ის მედიკამენტურ მკურნალობაზე გვყავს და არ შეიძლება დიდი ემოციები, ხმაური - ძალიან ემოციური ბავშვია და მედიკამენტებს ვასმევთ. აი ამ ბავშვსაც დაარტყეს, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს ხელი, რომელზეც უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. ლევანი რომ წაიქცეოდა იმაზე ცუდად ვხდებოდი და ხელს რომ ურტყამს ვიღაცა... მაგრამ მაინც შევძელი ის, რომ მე იმათთვის ხელი არ დამერტყა. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ხის ჯოხები წავართვი და საბარგულში ჩავუგდე.
ახლახან დავბრუნდი პოლიციიდან, სადაც დაკითხვაზე ვიყავი და მიეცა ამას მსვლელობა. თუმცა, არ ვცდილობ ვინმე ციხეში მოხვდეს, არა, უბრალოდ გაფრთხილება მიეცეს ამ ადამიანებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ მედიასთან საუბრისას.