სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ. მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე ნიკოლოზ ქილიტაურია, რომელიც სიღნაღის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრია. აღსანიშნავია, რომ ის საბჭოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მოსწავლის აზრით, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება თითოეულ მოქალაქეს ევალება.
„ამ ეტაპზე ღირსეულ ნაბიჯად მიმაჩნია ახალგაზრდულ საბჭოში გაწევრიანება, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების სწორ ადგილასა და დროს სწორად მოხმარება, რაც ხელს შეუწყობს ისევ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის კეთილდღეობას“,- ამბობს მოსწავლე.
იხილეთ ფოტო: