ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში, საინტერესო ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს უმასპინძლეს
07-05-2024
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ღონისძიება - „ცხოვრება სკოლის გარეთ“ გაიმართა. ღონისძიებაზე აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულები მიიწვიეს.

მათ მოსწავლეებს თავიანთი მოგონებები გაუზიარეს და კითხვებზე უპასუხეს. მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმღერეს და ლექსები წაიკთხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მაღალ დონეზე გაიმართა. მიწვეულმა სტუმრებმა და მაყურებლებმა დიდი კმაყოფილება გამოხატეს. აქტივობა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - არმენუჰი ღარსლიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203