22 აპრილს, IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მარიამ ზურებიანის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.
„ჩვენ გვჭირდება სუფთა ჰაერი!“, „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში!“, „ნუ მიაყენებ დედამიწას ზიანს შენი ქცევით!“ - აღნიშნული მოწოდებებით მოსწავლეებმა ვიდეორგოლი ჩაწერს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ვიდეო: