მდინარეში დაკარგული მეორე მოზარდის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი გამთენიისას ადგილობრივებმა და მაშველებმა ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.
ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება მეთორმეტეკლასელი საბა გვარმიანის საპოვნელად.
სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრაში გადავარდა.
ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
მდინარე ნაკრაში მაშველები სამ მე-12 კლასის მოსწავლეს ეძებენ - ავტოსაგზაო შემთხვევა სვანეთში