„მუზეუმი ცოდნის სამყარო“ - საყდრიონის საჯარო სკოლაში ხელოვნების პროექტი განხორციელდა
01-06-2018
საყდრიონის საჯარო სკოლაში ხელოვნების პროექტი - „მუზეუმი ცოდნის სამყარო“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში სკოლაში არაერთი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა. 

წინასწარ დაგეგმილი სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს აქტივობები რამდენიმე საგნის - (ხელოვნება-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები -  ნინო არძენაძე, ქიმია-ლალი ვარდოსანიძე) სასწავლო გეგმის ინტეგრირებიდან გამომდინარე ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. 

„რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემო არ უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა მაინც ლიმიტირებულია. მუზეუმების, ბუნებრივი ძეგლის, სამეცნიერო ექსპერიმენტორიუმის მონახულებამ მოსწავლეს შეიძლება უფრო მეტი ცოდნა შესძინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გავლილმა სახელმძღვანელომ. ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს ცოდნის შეძენასთან ერთად სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, კოლექტიური ფორმა აქვს. ვიზიტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მის შედეგებს - რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ნანახი და მოსმენილი ინფორმაცია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203