ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენა-განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო ღია გაკვეთილი ბიოლოგიში, რომელიც X კლასში, პედაგოგმა - ნონა ფანჯიანმა ჩაატარა. მოსწავლეებმა გულსისხლძარღვთა დაავადებების, სისხლის შემადედებელი კომპონენტების, იმუნიტეტის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
გაკვეთილი ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: