რა სიურპრიზი მოუწყვეს ხუნწის სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს
ხუნწის სკოლაში პოეზიის საღამო მოეწყო, სადაც წაიკითხეს გალაკტიონის, ანა კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძის და ზურაბ გორგილაძის ლექსები.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ ახალგაზრდა პოეტების ლექსებს. მოსწავლეებს დარბაზში მყოფი საზოგადოებაც აჰყვა.
საღამოს ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთარ დანელია, რომელსაც საღამოს დასასრულს ერთგვარი სიურპრიზიც გააუკეთეს მოსწავლეებმა და წაიკითხეს ლექსები მისი შემოქმედებიდან.
როგორც სკოლის დირექცია აღნიშნავს, ხუნწის საჯარო სკოლა მომავალშიც გეგმავს ასეთ შეხვედრებს.