„ჩვენ საქართველოში მცხოვრები სომეხი წარმომადგენლები ვართ“-წერილი აზავრეთის საჯარო სკოლიდან
აზავრეთის საჯარო სკოლა ქართული ენის შესწავლას დიდ ყურადღებას უთმობს. სწორედ ამის აღსანიშნად, დირექცია Etaloni.ge-ს წერილს უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ საქართველოში მცხოვრები მცირე ეროვნების სომეხი წარმომადგენლები ვართ. ვცხოვრობთ საქართველოს ულამაზეს მაგრამ ამასთან მკაცრი კლიმატის მქონე კუთხეში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთი ჰქვია. ჩვენი სოფელია აზავრეთი. აზავრეთი სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკური განმარტებით ნიშნავს ხარი საკიდარს. -ეთ არის გეოგრაფიული ნაწილაკი. -ი არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი, .ე.ი აზავრეთი ნიშნავს ხარი საკიდარების ადგილს.
ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან 2200 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ძალიან ლამაზია, მთაგორიანია. ჩვენ უკვე 200 წელია თითქმნის, რაც ჩამოვსახლდით აქ. 1828-1832 წლებში. კარაპეტ ბაგრატუნი არქეპისკოპოსის წინამძღოლობით 40000 სომეხი ოჯახი ჩამოვსახლდით ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში საცხოვრებლად.“-ნათქვამია წერილში.
იხილეთ ფოტოები