„სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“ - ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია
10-05-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ინგლისურ ენას სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობების მეშვეობით, სიღრმისეულად ასწავლიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს პრეზენტაცია, სახელწოდებით „სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“.

ბავშვებმა ისაუბრეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მრავალფეროვნებასა და სილამაზეზე. მათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრიტანეთისა და საქართველოს წეს-ჩვეულებები და ტრადიციები განიხილეს, მათ მსგავსება-განსხვავებებზე იმსჯელეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ გასაფერადებელ აქტივობაში, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203