მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სახალისო, საინტერესო და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, ეკოკლუბის ორგანიზებით სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მუყაოსგან ეკომეგობრული თოჯინები დაამზადეს და ბაღის მოსწავლეებისთვის ქართული ხალხური ზღაპრის - „კომბლე“ მიხედვით, სპექტაკლის დადგეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, ახალი უნარები შეიძინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანს ხდის.
იხილეთ ფოტოები: