„დედამიწა ჩვენი სახლია“- თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები
ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა აქტივობა - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გამართეს.
მის მიმდინარეობაში ყველა, მათ შორის სკოლის დირექტორი, აქტიურად ჩაერთო. მათ ნერგები და ყვავილები დარგეს, გარემო დაასუფთავეს და თემატური ნახატები დაამზადეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს, რაც ადამიანის ჯამნრთელობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
აქტივობების ხელმძღვანელი თიკა ბუდაღაშვილი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: