თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ახლახან, თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში, მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ და ჯართან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ, გააცნეს ეროვნული გვარდიის ფუნქციები და ტერიტორიული რეზერვის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მათ მოსწავლეებს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები, სამედიცინო პუნქტი და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი დაათვალიერებინეს. გარდა ამისა, ბრძოლის ველზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები გააცნეს.
„განსაკუთრებული ინტერესი მაინც ბრიგადის ბაზაზე არსებულმა შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნახვამ გამოიწვია. მოსწავლეებისთვის „ერთი დღე ჯარში“ საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: