ქართული ენის დღესასწაული წერაქვის საჯარო სკოლაში
07-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება ისტორიის პედაგოგის - ლელა ახსაბაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, რისთვისაც მას დირექცია მადლობას უხდის. 

ღონისძიებაზე ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში, წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებაზე გაიხსენეს გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, 1993-2003 წლებში წერაქვის სკოლის ხელმძღვანელი ნოდარ წულეისკირი, რომლის თამამმა სიტყვამ მწერალთა კავშირის გამგეობაზე 1978 წლის 12 აპრილს განსაკუთრებული მუხტი შესძინა 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო აქციებს, მისი სიტყვის ჩანაწერი პროკლამაციებად ვრცელდებოდა ახალგაზრდობაში.

ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი - „1978 წლის 14 აპრილის ქრონიკები“. 

„მიხეილ ჯავახიშვილის ნააკვნარიდან, ნოდარ წულეისკირის განსასვენებელი ადგილიდან, ქვემო ქართლის ულამაზეს სოფელ წერაქვიდან ამ მოკრძალებული ვიდეორგოლით გილოცავთ ქართველთა ღირსების დღეს - დედაენის დღეს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203