თბილისის N67 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ფიზიკის ღია გაკვეთილი
07-05-2024

თბილისის N67 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-9 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ფიზიკაში, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ქეთევან ედილაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეებს არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო. 

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, მათ საგანში ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203