სენაკის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში საქართველოს გეოგრაფიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო მშობლიური რეგიონის - შურობუმუს ბუნებრივი რესურსებისა და წარსულის მემკვიდრეობის შესწავლა, მომავლოს პერსპექტივების განსაზღვრა, ტურისტულ რეკრეაციული რესირსების აღორძინებაში მოსწავლეების აქტიური ჩართვა.
სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „გეპატიჟებით სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში“ წარმოადგინეს.
ასევე დაიგეგმა სათემო მუშაობა - საკირეს მთაზე, სადაც განხორციელდება საკირეს მთის ამგები ქანების და ლანდშაფტის შესწავლა, ჰორიზონტის მხარეების და აზიმუტის განსაზღვრა და მუშაობის ამსახველი „ფოტოგამოფენა“ მოეწყობა.
იხილეთ ფოტოები