მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ქართული ენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, იმღერეს და იცეკვეს. ბავშვებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: