ფშაველის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედაენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, მე-8 კლასში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. მას პედაგოგი ფიქრია მარტიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს, მათ შორის ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მადლობა ჩვენ საყვარელ პედაგოგს კიდევ ერთი სასიამოვნო ღონისძიებისთვის, საუკეთესოები ხართ, ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: