ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-05-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან. 

ახლახან, ისინი ესეების კონკურსში - „ჩემი პროფესია ჩემი თავისუფლება“ მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ კონკურსი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი და პროფესიულ განათლებაზე მათი ცოდნის დონის შემოწმებასაც ითვალისწინებდა.

მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია კი მარნეულის კოლეჯში გაიმართა. მონაწილეებს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„მადლობა მარნეულის კოლეჯს, საინტერესო კონკურსისა და გულთბილი მასპინძლობისთვის! გამარჯვებულ მოსწავლეებს და სკოლებს ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203