მარნეულის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
08-05-2024
მარნეულის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

მასწავლებლები კი სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებენ. აღსანიშნავია, რომ სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მე-3 კლასში რუსული ენის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

პედაგოგმა ბავშვებს არაერთი სასწავლო რესურსი და საინტერესო აქტივობა შესთავაზა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203